ქართული ენის და ლიტერატურის წრის რეფლექსია


სსიპ  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  სოფელ კვალითის საჯარო სკოლის
                                             მასწავლებელ თამარ შავერდაშვილის

                           ქართული ენის  და ლიტერატურის წრის რეფლექსია
    ქართული ენის  და ლიტერატურის სწავლების გაძლიერების მიზნით შევქმენი ქართული ენისა და ლიტერატურის წრე.შევარჩიე წრის სახელწოდება „უნდა ვისწავლოთ,უნდა გვიყვარდეს ქართული.“ წრის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ უფრო მეტი ინფორმაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ გავაცანი მოსწავლეებს და მოსწავლეთა მშობლებს.მათ დადებითად შეაფასეს წრის შექმნა. განვსაზღვრე საწრეო მუშაობის პროფილი,შევადგინე პროგრამა,დავსახე მიზანი და თემები /საკითხები შესაბამისი აქტივობებით და რესურსებით,რომელიც სრულყოფილად არის წარმოდგენილი საწრეო მუშაობის პროგრამაში.
    საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა   2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში კვირაში ორჯერ,სამშაბათს და პარასკევს.გვქონდა ოცი შეხვედრა,თითოეული შეხვედრის ხანგძლივობა იყო  ერთი აკადემიური საათი. გეგმა გამომდინარეობდა ესგ-დან.ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მუშაობაში გაერთიანებული იყვნენ მეორე(II) კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებისათვის შესასწავლი საკითხების უკეთ ათვისების მიზნით გამოვიყენე სხვადასხვა სახის რესურსები: ვიდეო  მასალა,სურათები,ცხრილები,საბავშვო ენციკლოპედია,კომპიუტერი,პროექტორი.გამოყენებული აქტივობები და რესურსები ემსახურებოდა საწრეო მუშაობის მიზნის მიღწევას.თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.წრის მუშაობისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეების  მოთხოვნილებები და საჭიროებები ,ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოტივაცია.
საწრეო მუშაობის პროგრამა, ხანგძლივობა , შეხვედრების განრიგები და ამსახველი ფოტო -მასალა  ეტაპობრივად ავტვირთე პერსონალურ ბლოგზე,რომლის მისამართია:tamarshaverdashviliqartuliswre.blogspot.com დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო.გაუმჯობესდა წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა წარმატების დონე,ხელი შეუწყო ცოდნის განმტკიცება -გაღრმავებას და მისი პრაქტიკულად გამოყენების უნარ -ჩვევების ჩამოყალიბებას.საწრეო მუშაობის მიმდინარეობის პროცესში  ხარვეზებს არ ჰქონდა ადგილი. იგი მიმდინარეობდა შედგენილი განრიგის მიხედვით.აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად.არ ყოფილა აქტივობა,რომელიც ვერ განხორციელდა.საწრეო მუშაობის პროცესში არ გახდა საჭირო  პროგრამაში მოდიფიცირება.
     საწრეო მუშაობის მიზანს მივაღწიე.თემები/საკითხები მოსწავლეებს ეხმარებოდა ცოდნის გაღრმავებაში. განხორციელებული აქტივობები იყო მოსწავლეებისათვის საინტერესო და მრავალფეროვანი.მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორცილებისათვის გავითვალისწინებ ,რომ დაგეგმილი აქტივობები იყოს კიდევ უფრო მრავალფეროვანი.
     ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მუშაობის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო.აღნიშნულმა წრემ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ცოდნის  გაღრმავება -განმტკიცებას,რომელიც  დაეხმარათ ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის დახვეწასა და შემოქმედებითი აზროვნების ჩვევების ჩამოყალიბებაში.ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრების და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის შესაძლებლობების გამოვლენაში.

                                                                                                                         თ.შავერდაშვილი

                                                                                                                                28.12.2018



Comments